error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: " ჯიჯი პროექტი"-ერთი დღე მართლმსაჯულების სახლში.
რუბრიკა: " ჯიჯი პროექტი"-ერთი დღე მართლმსაჯულების სახლში.
ჯიჯი გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სტუმრობდნენ.
პროექტი სახელწოდებით: "ერთი დღე მართლმსაჯულების სახლში", მიზნად ისახავდა, მოსწავლეები გაცნობოდნენ სასამართლო სისტემას, რათა თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას თავისი უფლება-მოვალეობები სამართლიანი და კანონიერი გზით, სასამართლოს მეშვეობით.
მე-8 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ რეალურ სასამართლო პროცესს.
როგორც პროექტის ავტორი და ჯიჯი გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგი, ქალბატონი ნინო მაჭარაძე განმარტავს, მოსწავლეებმა სასამართლო პროცესის შემდეგ გადაწყვიტეს განახორციელონ, კიდევ ერთი პროექტი- "იმიტირებული სასამართლო პროცესი", სადაც, პროკურორის და მოსამართლის პოზიციებს თავად შეითავსებენ.
ჯიჯიელებმა შეისწავლეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია ინგლისურ ენაზე და უახლოეს მომავალში შეეცდებიან, იმიტირებული პროცესი ინგლისურ ენაზე წარმართონ.
27 მაისი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.