ანსამბლ "ჯიჯიელების", ახალი, ნიჭერი წევრებით შევსების მიზნით, ჯიჯიში დღეს ქასთინგი ჩატარდა.
შესარჩევ ტურში, ჯიჯიელებთან ერთად, ზუგდიდის სხვადასხვა საჯარო სკოლის, 7-15 წლამდე მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა.
სცენაზე კონკურსანტებმა, სხვადასხვა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომერი გაიტანეს. თითოეულ კონკურსანტს, კომპეტენტური ჟიური აფასებდა.
ანსამბლში მოხვედრის მსურველთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორებმა ქათინგის მეორე ეტაპი დანიშნეს.
შესარჩევი ეტაპის მეორე ტური კვირას, 29 მაისს, ჯიჯი გიმნაზიაში გაიმართება.
შეაგხსნებთ, რომ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლი "ჯიჯიელები" საერთაშორისო ტურნესთვის ემზადება.