ჯიჯი გიმნაზიის მეგობრის, ყოფილი მე-7 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის, რაიონის პროკურორის, ბატონ ლევან სალიას ინიციატივით, ჩვენი გიმნაზია ერთადერთი სკოლაა, რომლის მე-7 და მე -8 კლასელებმა მიიღეს შეთავაზება საქართველოს პროკურატურის პროექტში "იმიტირებული გამოძიება" მონაწილეობაზე.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს: შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, მოწმეების დაკითხვას, ამოცნობას, დაკავებას, ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან კვლების აღებას და მათი დამუშავებას.
აღნიშნული პროექტის მიზანია, მოსწავლეების მიერ დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერება, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და დანაშაულის პრევენცია.