დღეს, "ჯიჯი"-ს შემეცნებით ცენტრში სადისკუსიო კლუბის ფორმატით გაიმართა მსჯელობა-პოლემიკა თემაზე: "თავმდაბლობა-სისუსტე თუ გონიერება?!".
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გიმნაზიის მე-4, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები. შეხვედრას ორგანიზება ტუტორ-დამრიგებლებმა, ესმა გაბისონიამ და ბატონმა კობა შონიამ გაუწიეს.
მოზარდებმა იმსჯელეს მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. წარმოაჩინეს ურთიერთობის მათთვის სასურველი და მისაღები ფორმები. ხაზი გაუსვეს პატიება-მიტევების, დათმენის, პატივისცემის აუცილებლობას მეგობრებთან, თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან მიმართებაში.
აღნიშნეს, რომ თავმდაბლობა სხვის მიმართ შემწყნარებლობაში, პატივისცემასა და თანაგრძნობაში უნდა გამოვლინდეს, და ეს არა სისუსტედ, არამედ წინდახედულობად და ღირსეულ ქცევად შეაფასეს.
ქართული
Pусский
English

















