ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ჯიჯი გიმნაზიამ მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლა.
საპატიო სტუმრებს გიმნაზიელებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს. მოსწავლეები ვეტერანებს ტაშით შეეგებნენ და საზეიმო საკონცერტო პროგრამა შესთავაზეს. ღონისძიება მოკლემეტრაჟიანი ფილმით-"შინმოუსვლელი" გაიხსნა, რომლის რეჟისორიც, ჯიჯის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი ლელა კვირტიაა. ფილმი ერთგვარი მანიფესტი გამოდგა, ძალმომრეობისა და ომის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ.
ღონისძიებას დაესწრნენ ზუგდიდის მერის მოადგილე, ბატონი კობა ჯიქია, "კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულს საქმეთა სამსახურის" უფროსი, ქალბატონი ზამირა ღადუა, და ამავე სამსახურის კულტურის განყოფილების უფროსი, ქალბატონი ხათუნა დარასელია, ასევე, ზუგდიდის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, ბატონი შოთა თოდუა.
შეხვედრის დასასრულს, გიმნაზიამ სამამულო ომის ვეტერანებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.