პირველ კლასში მიღების შესახებ
==============================
ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია ჯიჯი აცხადებს პირველ კლასში მიღების აქციას ახალი სასწავლო წლისათვის. მიიღებიან ბავშვები, რომელთაც 2016 წლის 20 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.
ჯიჯი გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი 20 სექტემბერს საიუბილეო ზეიმით იწყება, რის შემდეგაც პირველკლასელი ჯიჯიელები გაივლიან ერთთვიან საადაპტაციო პერიოდს.
ჩასარიცხად წარსადგენია:
- განცხადება;
-დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
-დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
სწავლის წლიური საფასური დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) შეადგენს 3500 ლარს.
წინასწარი რეგისტრაციის სპეციალური ფორმა განთავსებულია ბმულზე https://drive.google.com/open…
გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდეთ ჯიჯი გიმნაზიაში, მისამართზე ქ. ზუგდიდი, ცაიშვილის 32 და/ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 558 888 111.