დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს, ჯიჯიში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ანგარიში.
ქიმიის მასწავლებელმა, დოქტორმა, ქალბატონმა მარი ქვარაიამ, წარმოადგინა პროექტის-"ჯიჯი ექსპერიმენტი-2016" ანგარიში. პროექტის ფარგლებში, ჯიჯის "ყმაწვილთა კვლევითი ინსტიტუტის" წევრებმა შეაჯამეს და საზოგადოებას წარუდგინეს, მათ მიერ ექსპერიმენტული ლაბორატორიის ბაზაზე განხორციელებული კვლევები და ცდები. პროექტის შედეგად, მოსწავლეთა კვლევითი და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარება, საბჭომ დადებითად შეაფასა.
დღესვე, შეჯამდა მათემატიკის პედაგოგის, ქალბატონ მაკა აკობიას პროექტი-"მათემატიკური ვიქტორინა". პროექტი მიზნად ისახავდა სწავლებაში სახალისო ფორმების დამკვიდრებასა და ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. პროექტის ფარგლებში, ჯიჯის მე-4 კლასელებმა, კონკურენტულ გარემოში, დროის რაციონალურად გამოყენება და მიღებული ცოდნის დემონსტრირება შეძლეს. განხორციელებულ პროექტს საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს.