error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა: კონკურსი- "ვის უნდა დიდი გეოგრაფი?"
რუბრიკა: კონკურსი- "ვის უნდა დიდი გეოგრაფი?"
დღეს, გეოგრაფიის პედაგოგმა, ქალბატონმა ნანა ჯაბურიამ, მე-7 მე-8 კლასში, განახორციელა პროექტი სახელწოდებით: "ვის უნდა დიდი გეოგრაფი?"
პროექტის მიზანია, ნასწავლი მასალის განმტკიცება, დამატებითი გეოგრაფიული ცოდნის შეძენა და დამუშავება, დამოუკიდებლად პრობლემის გადაჭრა კრიტიკული აზროვნების განვითარება, კავშირებისა და მიმართების დადგენა და სივრცეში ორიენტირება.
გუნდებს შორის საკმაოდ დაძაბული თამაში მიმდინარეობდა, მოსწავლეები მოცემულ დავალებებს სხარტად და ემოციურად პასუხობდნენ.
ყველაზე აქტიურ მოთამაშეებად მე-8 კლასის გუნდის წევრები დასახელდნენ. გუნდის კაპიტნის, აკაკი სიჭინავას პორთფოლიოს ერთი წარმატებული ფურცელი ჩაემატა.
"კონკურსმა აქტიური სახე მიიღო , მაღალი იყო მოსწავლეების ჩართულობა და მოტივაცია. მსგავსი პროექტები გიმნაზიაში სისტემატიურად ხორციელდება, ჩვენ ვემზადებით საერთაშორისო მასშტაბით დაგეგმილ კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად"- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.
05 აპრილი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.