error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
უკრაინელი სტუმრები ჯიჯიში
უკრაინელი სტუმრები ჯიჯიში
ჯიჯი გიმნაზია, ქალაქ კიევის, #145 საბუნებისმეტყველო ლიცეუმის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ვიზიტის მიზანი - ურთიერთთანამშრომლობის მემორადუმის გაფორმება და მისი რეალიზაციის მექანიზმების შეთანხმებაა.
ვიზიტის ფარგლებში, საპრეზენტაციო, გაცნობითი შეხვედრის შემდეგ, საპატიოს სტუმრებმა გიმნაზია დაათვალიერეს. ადგილზე გაეცნენ სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს, რის შემდეგაც, საქმიან შეხვედრაზე განიხილეს ორ სასწავლებელს შორის თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის გაცვლითი პოროგრამები.
დღესვე, სტუმრები შეხვდებიან ჯიჯის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დაესწრებიან ნორჩ ბუნებისმეტყველთა კონფერენციას-"ჯიჯის ექსპერიმენტი-2016".
დღის ბოლოს იგეგმება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
31 მარტი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.