დღეს, მე-8 კლასში ჩატარდა ინოვაციური პროექტ - გაკვეთილი გეოგრაფიაში (მასწავლებელი ნანა ჯაბურია) თემაზე: ტურიზმი.
პრეზენტაცია ამ თემაზე მოამზადა და წარადგინა ამავე კლასის მოსწავლემ სანდრო ხასაიამ. მან განმარტა ტურიზმი და მისი როლი მსოფლიო მეურნეობასა და ცალკეულ ქვეყნებში, შეეხო ტურიზმის სახეობებს, განიხილა ტურიზმის ისტორია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა და პედაგოგის მიერ დაისვა და პასუხი გაეცა როგორც დამაზუსტებელ, ასევე სადისკუსიო შეკითხვებს. მოსწავლეებმა ტურიზმის თემატიკა დაუკავშირეს მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მოიყვანეს მაგალითები და არგუმენტებით გაამყარეს საკუთარი მოსაზრებანი. ისაუბრეს ტურიზმის როლზე საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. გადაწყვიტეს დაგეგმონ შეხვედრა რეგიონის ტურისტულ სამსახურებთან და დაათვალიორონ ტურისტულ ობიექტები.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია და გამოყვეს საკვანძო საკითხები.
აღნიშნული გაკვეთილი ჩატარდა პროექტის "თვითგანათლების ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში" ფარგლებში. ეს საპილოტე პროექტია, რომელიც ხორციელდება მეორე სემესტრის დასაწყისიდან. მოსწავლეებს განაწილებული და წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე მომზადებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული თემები.
თვითგანათლების ელემენტების დანერგვა ჯიჯი პედაგოგიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.