error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
მიმდინარეობს პროექტი- "24 საათი ჯიჯიში"
მიმდინარეობს პროექტი- "24 საათი ჯიჯიში"
პროექტის ფარგლებში, ჯიჯის მოსწავლეები, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტეტურულ მუზეუმს ესტუმრნენ და დადიანების საგვარეულო საგანძური დაათვალიერეს.
სასწავლებელში დაბრუნებული მოსწავლეები, ინგლისური ენის პედაგოგთან, ქალბატონ ნინო მაჭარაძესთან ერთად, ინგლისურენოვან აქტივობაში ჩაერთვნენ. ციფრებზე ვარჯიში-"BINGO" მათთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
დღის განრიგის მიხედვით, რიგით მე-4 აქტივობა- სპორტულ შეჯიბრს დაეთმო, ორ გუნდად დაყოფილმა მოსწავლეებმა, ჯიჯის სპორტულ დარბაზში, ფეხბურთი და კალათბურთი ითამაშეს.
ამ წუთებში მოსწავლეები სარელაქსაციო ოთახში ისვენებენ და კიდევ ერთი შემეცნებითი აქტივობისთვის ემზადებიან. დირექტორის მოადგილე, სასწავლო-მეთოდურ დარგში, ბატონი თენგიზ ჩაკაბერია, პროექტში მონაწილეებისთვის ჩაატარებს ტრენინგს, თემაზე-"ტოლერანტობა".
12 მარტი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.