პროექტში ჯიჯის მე-5 და მე-6 კლასელები იღებენ მონაწილეობას. მოსწავლეებმა რეგისტრაცია დილის 10:00 საათზე, ინგლისურ ენაზე გაიარეს, რის შემდეგაც, შემეცნებით ცენტრში, დღის პროგრამას გაეცნენ.
მოგვიანებით, ჯიჯიელები ჯიჯის პანსიონში გადანაწილდნენ.
ამ ეტაპზე პროექტის მონაწილეები, ჯიჯი ივენთ-ჰოლში, ფილმის-"ბედნიერებისკენ სწრაფვა" ჩვენებას ესწრებიან.
15:00 საათზე ჯიჯიელები, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ეწვევიან.
დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობების ამსახველ ფოტო-მასალას პერიოდულად შემოგთავაზებთ.