ისტორიის პედაგოგის, ქალბატონ ხათუნა პერტიას პროექტის ფარგლებში, მორიგი ინტელექტუალური თამამაში-"ცოდნა სიმდიდრეა" ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებიც ორ ინტელექტუალურ გუნდში გადანაწილდნენ. ბრწყინვალე ჯიჯიელების, ნიკა ბოხუასა და სესილი ზარქუას გუნდებმა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები მოსინჯეს. მოსწავლეებმა პედაგოგების მიერ მომზადებულ კითხვებს უპასუხეს და საკუთარი ცოდნით "ჯიჯი მილიონები" დაიმსახურეს. მოპოვებული მილიონები მათ, თამაშის ბოლოს, ჟიურის წევრებმა გადასცეს. "ჯიჯი მილიონები" გადაეცა ასევე, იმ შეკითხვების ავტორებსაც, რომლებზეც გუნდის წევრებმა მცდარი პასუხები გასცეს. გამარჯვება ნიკა ბოხუას გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად, 27 მილიონით დაჯილდოვდა.
ინტელექტუალური პაექრობა საინტერესოდ წარიმართა, ღონისძიებაზე დამსწრე მოსწავლეებმა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
პროექტის მომდევნო ეტაპი აპრილის პირველ კვირას გაიმართება.