საზოგადოება ,,ზუგდიდელის" ინიციატივით, ჯიჯი გიმნაზიაში, ნოდარ ჭითანავას საიუბილეო შეხვედრა გაიმართა.
დამსახურებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გიმნაზიამ პატივით მიიღო. პატარა ჯიჯიელებმა საპატიო სტუმარს 80 წლის იუბილე სიმღერით მიულოცეს. რის შემდეგაც ჯიჯიში, ნოდარ ჭითანავას წიგნის-"ვაშინერს, ბატონებო, საქართველოს დაშლა!" გორელიეფი გაიხსნა .
საიუბილეო საღამო ჯიჯის ივენთ-ჰოლში გაიმართა.
შეხვედრაზე შეკრებილმა საზოგადოებამ, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ცხოვრების გზა და ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენა, რისთვისაც იუბილარმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოება "ზუგდიდელების" წარმომადგენლები და ცნობადი სახეები ესწრებოდნენ.