error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
რუბრიკა - „შთაბეჭდილებები“
რუბრიკა - „შთაბეჭდილებები“
ჯიჯის საპატიო მასწავლებელი, ბატონი ანატოლ წყაროზია:
"გუშინ, 7 მარტს GG-გიმნაზიის ივენთ-ჰოლში ჩატარდა შესანიშნავი სარვამარტო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ზუგდიდელ ქალბატონებს. ივენთ-ჰოლში გაშლილი 25 მაგიდის გარშემო თავი მოიყარა 150-მა ქალბატონმა, რომლებსაც თავიანთი შემოქმედებით 8 მარტი მიულოცა მომღერალმა დათო არჩვაძემ და კვარტეტმა ,,ჰანგები''.ღონისძიებამ (3 საათი კი არ გაწელილა, არამედ) 3 საათში ჩაირბინა. მოწვეულ შემოქმედებით ჯგუფს შიგა და შიგ ენაცვლებოდა ზუგდიდელი შემსრულებლები: ვახტანგ გოგილავა და ლაშა თოდუა.ღონისძიების კულმინაცია იყო(ჩემი აზრით) ლაშა თოდუას მიერ შესრულებული სიმღერა ,,შენი გული ჩემი გული ერთმანეთის ტოლია''. და ამ კულმინაციის კულმინაცია იყო ლაშასათვის მისი მეუღლის მიერ თაიგულის მირთმევა ბრწყინვალე შესრულებისათვის. ( აი ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აღმერთებდნენ ერთმანეთს მეუღლეები). ღონისძიების პროგრამა ისე იყო შედგენილი, რომ დარბაზში მყოფნი პასიური მსმენელები კი არ იყვნენ, არამედ აქტიური მონაწილენი იყვნენ ღონისძიებისა.მომეწონა ქალბატონი ქრისტის მიერ თითოეული მაგიდის წევრებისათვის შეთავაზებული სამი, ერთმანეთთან არავითარი კავშირის მქონე სიტყვებიდან ორიგინალური სადღეგრძელოს თუ წინადადების ჩამოყალიბების იდეა. ოცდახუთივე მაგიდამ ბრწყინვალედ და მართლაც ორიგინალურად და არასტანდარტულად გადაწყვიტა ეს ამოცანა.ნიმუშად მოვიყვან ერთ მაგალითს:ერთ-ერთი მაგიდისათვის შეთავაზებული სიტყვათა სამეული(თუ სწორად მახსოვს) იყო:სიყვარული, ბოსტანი და ტიტა. პასუხი ასეთი იყო:,, ბოსტანში სიყვარულის დროს, ქინძიც ტიტად მოგეჩვენებაო''. დარბაზი განსაკუთრებით აზარტში შეიყვანა მაგიდების გაჯიბრებამ სიმღერებში ,,კარაოკეს'' გამოყენებით. ყველა მაგიდამ ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ ამოცანასაც.
ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარებით ,,GG-გიმნაზიამ კიდევ ერთხელ (და ვინ იცის უკვე მერამდენედ) თვალის მომჭრელად გაიბრწყინა არა მარტო ზუგდიდის, არამედ სრულიად საქართველოს ცის კაბადონზე.
ღმერთმა გვიმრავლოს ზუგდიდელებს ასეთი ბრწყინვალედ ორგანიზებული ბრწყინვალე სადღესასწაულო ღონისძიებები.
,,კოხორასი'' არიყოს--ეს არის ჩემი კომენტარი"
08 მარტი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.