error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
"აბა, რა იყო უშენოდ...".
 "აბა, რა იყო უშენოდ...".

ჯიჯი გიმნაზიამ ქალთა საერთაშორისო დღესასწაულს საზეიმო ღონისძიება მიუძღვნა. კაფე-საღამოს, სახელწოდებით-"აბა, რა იყო უშენოდ...", ზუგდიდელი საზოგადოება დაესწრო.

ქართული, მონატრებული მელოდიები დათო არჩვაძემ და კვარტეტმა "ჰანგები" ააჟღერა.
საღამო პატარა ჯიჯიელებმა გახსენეს, მათ დარბაზში მსხდომ ყველა ქალბატონს, ყვავილები მიართვეს და 8 მარტი მიულოცეს, რის შემდეგაც სტუმრებმა ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიების მეორე ნაწილი სახალისო კონკურსს დაეთმო, რომელშიც დარბაზი აქტიურად ჩაერთო. ყველა მაგიდიდან თითო წარმომადგენელმა, ჯერ ქალბატონებისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო წარმოსთქვა, მოგვიანებით კი სიმღერა შეასრულა. სახალისო ნომინაციებში გამოვლენილ კონკურსანტებს სერთიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჯიჯის ტორტი გაიჭრა.
ჯიჯი გიმნაზია მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მუდმივად მართავს.
აპრილის ბოლოს, ივენთ-ჰოლი, ჩინური კერძების დასაგემოვნელად გეპატიჟებათ. ჩინეთიდან მოწვეული მზარეულები, ჩინურ ვახშამს, სპეციალურად ზუგდიდელი გურმანებისთვის მოამზადებენ.

 

07 მარტი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.