კლუბის მორიგი აქტივობა თემას-"რისკ-ფაქტორები" დაეთმო. ჯიჯის მე-6 კლასელებმა თემის გარშემო, რამდენიმე პრობლემური საკითხი განიხილეს და პრეზენტაციები გამართეს.
ჯიჯიელებმა ისეთ აქტუალურ, პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა- შიდსი, ნარკომანია და თამბაქოს მოხმარება, მათ მიერვე მომზადებული საპრეზენტაციო მასალები წარმოადგინეს.
პრეზენტატორებმა "სადისკუსიო კლუბის" წევრებს, ვრცლად მიაწოდეს ინფორმაცია, დაავადებების რისკ-ფაქტორებსა და პრევენციის გზებზე.
პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და პრობლემის დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
დღესვე, დასახელდა მორიგი შეხვერდის საპრეზენტაციო თემა.