ჯიჯის I და II კლასის მოსწავლეებმა დედის დღეს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიუძღვნეს. პატარებმა უცხოურ ენაზე ლექსები წარმოსთქვეს და სიმღერები შეასრულეს. განასახიერეს სხვადასხვა ზღაპრის გმირი და მინი სპექტაკლი წარმოადგინეს.
ღონისძიებას ორგანიზება, ინგლისური ენის პედაგოგებმა, ქალბატონებმა, ვარდო გოგილავამ და ნინო მაჭარაძემ გაუწიეს.
დედის დღისადმი მიძღვნილ აქტივობას მშობლები და დირექციის წარმომადგენლები დაესწრნენ.