error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
ანონსი:
ანონსი:
ჯიჯის საგანმანათლებლო კონცეფცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, სოციალური გარემოს გავლენას მოზარდი თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებაზე.
გამომდინარე აქედან, ჯიჯი გიმნაზია რეგულარულად აწყობს მოსწავლეთა შეხვედრებს, თანამედროვე საქართველოს ღირსეულ და წარმატებულ შვილებთან. ჯიჯი ემზადება საზოგადოება "ზუგდიდელის" თვალსაჩინო ლიდერთან, ჩვენი კუთხის ღირსეულ შვილთან, ბატონ, ოთარ ფაცაციასთან შესახვედრად.
ჯიჯის აღსაზრდელები, უკვე კითხულობენ, ბატონი ოთარის მემუარულ ნაშრომს "დროსთან ჭიდილში".
მალე,ჯიჯიელებს მიეცემათ შესაძლებლობა, უშუალოდ შეხვდნენ და მოუსმინონ, ბატონ ოთარს, დაუსვან შეკითხვები და იმსჯელონ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
პ.ს. პროექტის "შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან" ფარგლებში, წინა კვირას შედგა დიალოგი, თანამედროვე კლასიკოს მწერალთან, ბატონ, გურამ დოჩანაშვილთან.
08 თებერვალი, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.