ჯიჯის ოჯახის, ყველაზე პატარა წევრები დღეს, ინგლისურ ენაზე გაეცნენ გეომეტრიულ ფიგურებს.
ბავშვები ორ გუნდად დაიყვნენ. პატარები სამაგიდო თამაშებში აქტიურად ჩაერთვნენ და პედაგოგის დახმარებით, სმარტ-დაფაზე, მათემატიკური თავსატეხები ამოხსნეს.
Pre-School-ის აღსაზრდელებს, მსგავსი აქტივობები, სხვადასხვა საგანში, ყოველდღიურად უტარდებათ.