დღეს, ქიმიის გაკვეთილზე, მე-7 კლასის მოსწავლეები გაეცნენ წვისა და ჟანგვის რეაქციებს,წვის დაწყებისათვის საჭირო პროცესებს, წვის შედეგად წარმოქმნილ პროდუქტებს-ნახშირორჟანგს და წყალს.
ჩაატარეს სადემონსტრაციო ცდები და აღწერეს წვის თანმხლები მოვლენები. მოიყვანეს, წვისა და ჟანგვის მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან.
როგორც ქიმიის პედაგოგი, ქალბატონი, მარი ქვარაია განმარტავს, სადემონსტრაციო ცდების მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისათვის ახალი, ქიმიური ცნებების-"ჯანგვისა" და "წვის" გაცნობა, ასევე, მსჯელობა დადებით და უარყოფით შედეგებზე.