პროექტის ფარგლებში დღეს, შემეცნებით ცენტრში, ჯიჯიელებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც საინტერესოდ აღწერეს ის პროცესები, რასაც ადგილი აქვს პირის ღრუში საჭმლის მონელების დროს.
მათ მოახერხეს ამ საკითხთან დაკავშირებული უამრავი ინფორმაციის მოპოვების, მისი გაფილტვრის, პრიორიტეტებად დალაგების და, რაც მთავარია, მიღებული ცოდნის ყოფით ცხოვრებაში გამოყენების უნარების განვითარება, რაც ნათლად იგრძნობოდა თითოეული ჯიჯიელის გამოსვლაში.