"დიდი სტუმარი ჯიჯიში"
დღეს, დიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი, ბატონი გურამ დოჩანაშვილი, ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია-ჯიჯის ესტუმრა.
განსაკუთრებული სტუმრის მორიგი ვიზიტი ჯიჯიში, საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს და მწერალს, ჯიჯიელები სპეციალური საკონცერტო პროგრამით დახვდნენ.
შეხვედრის დასასრულს საპატიო სტუმარმა, ჯიჯის ეზოში სიმბოლურად მარადმწვანე ხე დარგო და ჯიჯიელებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
გიმნაზიას კლასიკოსი მწერალი გასული წლის 26 მარტს, საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობდა. მაშინ, მწერლის პატივსაცემად საგანმანათლებლო დაწესებულების ფასადს ახალი წიგნი გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" შეემატა. გიმნაზიის დირექტორმა ჯამბულ ნაჭყებიამ მწერალს მოზარდი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო, მოოქროვილი სამკერდე ნიშანი და დიპლომი გადასცა.