"მილიონ ჯიჯი"- ბარათების მომპოვებელთა საყურადღებოდ!
.... ის, რომ ზოგმა ჯიჯიელმა მეტი წახალისების ბარათი დაიმსახურა, სხვებისთვის "შურად, ანუ წუხილად სხვისა სიკეთესა ზედა" კი არ უნდა იქცეს, არამედ სტიმულად, უკეთესი ქცევისა და სწავლისათვის.
ჯიჯი შეუდგა ახალი პროექტის შესრულებას, რომლის მიზანია მოსწავლეთა ეკონომიკური განათლების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება. პროექტი გულისხმობს მოსწავლეთა წახალისებას დამტკიცებული ინდიკატორების მიღწევისათვის. ჯიჯიელებმა უკვე მიიღეს პირველი "მილიონ-ჯიჯი" ბარათები.
ჯიჯი, როგორც ინოვაციური სასწავლო დაწესებულება, რეფორმების და ახალი პედაგოგიკის შემუშავების, აპრობირების და დანერგვის მუდმივ რეჟიმშია. შეფასების ახალი ცდები, რომლებიც გათვლილია მოსწავლის წახალისებაზე და მოტივაციის ამაღლებაზე, არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს დაუმსახურებელ გათანაბრებას. და არც კონკურენტულ (მით უფრო მშობელთა) შეჯიბრზეა გათვალისწინებული.
საბჭოთა განათლების, ეგრეთწოდებულმა რეფორმატორებმა, ერთ -ერთ სასწავლო დაწესებულებაში სოციალისტური გათანაბრების ექსპერიმენტი ჩაატარეს. პედაგოგმა ყველა მოსწავლის საკონტროლო ნაშრომი ოთხიანზე შეაფასა. (იმ დროს, შეფასების 5 -ქულიანი სისტემა იყო). შედეგად მომდევნო საკონტროლოზე ყველამ უარესი შედეგი აჩვენა, რადგან ფრიადოსნებსაც და ჩამორჩენილებსაც სტიმული დაეკარგა.
არა გათანაბრება, არამედ თანასწორუფლებიანობა ჯიჯის პერსპექტიული განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებით განსაზღვრული ინდიკატორების მიღწევაში -ჯიჯიელთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვითაა ნაკარნახევი.