გურამ დოჩანაშვილის ახალი წიგნის , "ბრმად ყოფილის" პრეზენტაცია, სამხატვრო გალერეაში, 2 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
მწერალი, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ART-UNIVERSAL"-ის ორგანიზებით მობრძანდება.
ვიზიტის ფარგლებში, ჯიჯი გიმნაზია, გურამ დოჩანაშვილს მეორედ უმასპინძლებს.
როგორც, "ART-UNIVERSAL"-ის დამფუძნებელი, ქალბატონი, ხატია ჯანაშია აცხადებს, ჯიჯიში სტუმრობის სურვილი, თავად გურამ დოჩანაშვილმა გამოთქვა. გიმნაზია, ღირსეული სტუმრის დასახვედრად, სპეციალურ პროგრამას ამზადებს.
შეხვედრას ორგანიზებას ჯიჯის PR სამსახური უწევს.