არასამთავრობო ორგანიზაცია "ART-UNIVERSAL"-ის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში კვლავ ჩამობრძანდება უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი.
2 თებერვალს 15:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართება მწერლის ახალი წიგნის "ბრმად ყოფილის" პრეზენტაცია. ახალ თხზულებას საფუძვლად უდევს სახარების თემა ბრმად ყოფილის შესახებ, "სამოსელი პირველის" შემდეგ, ეს მწერლის სახარების თემაზე აგებული მორიგი ნაწარმოებია.
ზუგდიდის საზოგადოებას წიგნს თავად ავტორი წარუდგენს-განაცხადა ჯიჯი ტელევიზიასთან საუბარში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ART-UNIVERSAL-ის დამფუძნებელმა, ქალბატონმა, ხატია ჯანაშიამ.
წიგნის პრეზენტაციას ადგილობრივ მედია საშუალებებთან ერთად, ჯიჯი ტელევიზიაც გააშუქებს.