დღეს, ჯიჯიში, I სემესტრში განხორციელებული პროექტები შეჯამდა. აღინიშნა, პედაგოგების განსაკუთრებული აქტიურობა საპროექტო მიმართულებით.
ასევე, გაჟღერებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც, ჯიჯის თანამშრომლების გარდა, პროექტების წარდგენისა და ჯიჯის ბაზაზე განხორციელების შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ, შესაბამისი კომპეტენციის მქონე, დაინტერესებულ პირს.
შეხვედრაზევე განიხილა, მე-2 სემესტრში დაგეგმილი სასწავლო პროექტები. პედაგოგებს მიეცა რეკომენდაცია, ახალგამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეიტანონ კორექტივები წარმოდგენილ პროექტებში. განიხილა ახალი საპროექტო იდეები.
შეხვედრა ჯიჯის პერსპექტიული განვითარების სამსახურის ინიციატივით შედგა.