error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა ჯიჯიში
სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა ჯიჯიში
სადისკუსიო კლუბის დღევანდელი შეხვედრა თანამედროვე აღზრდის საკითხებს შეეხო.

შესავალი პრეზენტაცია წარადგინა Pრე-შცჰოოლ-ის პედაგოგმა, ქალბატონმა სოფო ჩიტაიამ, ის ძირითადად შეეხო ოჯახურ აღზრდას, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს.
პედაგოგმა, გამოყო მშობელთა ტიპები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, დაახასიათა კრიზისული პერიოდები ბავშის განვითარებაში და აღნიშნა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა ასეთ დროს.
პრეზენტატორმა უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.

მონაწილეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ რას მოიაზრებენ აღზრდაში, რა მსგავსება და განსხვავებაა აღზრდასა და სწავლებას, აღზრდასა და გაზრდას შორის? სად უნდა ხდებოდეს აღზრდა? რა როლი აქვს ოჯახს, სკოლასა და თანატოლებს აღზრდაში? სად გადის ზღვარი ბავშვის თავისუფალ განვითარებასა და აღზრდას შორის და ა.შ 

"დღევანდელი პრეზენტაციის მიზანი იყო, ბავშვის აღზრდაში გავითვალისწინოთ თანამედროვე მიდგომები, რაც ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს ბავშვთა აღზრდის დონის ამაღლებას და სწორ განვითარებას"-განაცხადა Pრე-შცოოლ-ის პედაგოგმა

მსგავსი შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები ჯიჯიში პერიოდულად იმართება.
20 JANUARY, 2016 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.