დღეს, ჯიჯის შემეცნებით ცენტრში, გაიმართა სადისკუსიო კლუბის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები, ასევე...
მმართველი კომპანიის თანამშრომლები.
ახალგაზრდა ტუტორთა ჯგუფმა - ესმა გაბისონიამ, ქრისტინე გითოლენდიამ და გახა საჯაიამ, წარმოადგინეს პრეზენტაცია შემდეგ თემებზე:
1. ძიძის როლი ბავშვის აღზრდაში;
2. მოსწავლეთა ურთიერთგანათლება ფორმალურ გარემოში;
3. ჯანსაღი კვება და კვების ჰიგიენა.
ანალოგიური შეხვედრები ჯიჯიში სისტემატურად ტარდება. მათზე დასწრება თავისუფალია. მომდევნო შეხვედრის თემები წარმოიშვება დისკუსიის პროცესში.
მსგავს პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს აღმზრდელობით პროცესში მონაწილეებისთვის. ცალკეულ თემებზე, კვლევებზე დაყრდნობილი მოსაზრებების ურთიერთგაზიარება, დიდ როლს თამაშობს მონაწილეთა თვითგანვითარებაში, ჯიჯის ახალი პედაგოგიკის შექმნაში, აღზრდის თანამედროვეობის შესაბამისი მეთოდების შემუშავებაში.
====================================
ჯიჯის საინფორმაციო სამსახური
592-24-7575