ჯიჯი გიმნაზიამ და "საბავშვო კარის" თეატრმა დღეს, მაყურებელს ერთობლივი პროექტი, საბავშვო მიუზიკლი, სახელწლოდებით - "ჯიჯის საშობაო აურზაური" შესთავაზა.
საახალწლო მიუზიკლზე, პატარა მსახიობებმა ყველასათვის საყვარელი ზღაპრის გმირები გააცოცხლეს, და თოვლის ბაბუასთან ერთად მაყურებელი ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს.
დარბაზში მსხდომ პატარებს, კეთილმა სანტა კლაუსებმა და მულტიპლიკაციური ფილმების გმირებმა, ახალი წელი მიულოცეს და ყველა მათგანს საჩუქარი გადასცეს.
ჯიჯიელებისა და თეატრალური დასის ერთობლივმა სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
ჯიჯი გიმნაზია უახლოეს მომავალში "ბასტი-ბუბუს" შემოქმედებით გუნდს უმასპინძლებს და პატარა მაყურებელს გოგიჩასა და ბაბილინას შეახვედრებს.