დღეს, მუსიკის პედაგოგმა, ქალბატონმა, ნანა ნოდიამ ჯიჯის ივენთ ჰოლში, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე შემაჯამებელი ღონისძიება გამართა...
სცენაზე, ჯიჯიელების შესრულებით, მუსიკოსის ავტორობით, საახალწლო თემატიკაზე შექმნილი, 12 სიმღერა აჟღერდა.
მუსიკალურ საღამოზე ჯიჯის, მე-6 კლასის მოსწავლემ, ოტელო ეხვაიამ, იტალიურ ენაზე სიმღერა შეასრულა. როგორც მუსიკის პედაგოგი, ქალბატონი, ნანა ნოდია განმარტავს, ოტელო მისი აღმოჩენაა და მას განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები აქვს.
პროექტი "12+1", დარბაზის ოვაციისა და აპლოდისმენტების ფონზე წარიმართა.