დღეს, 18 დეკემბერს გეოგრაფიის პედაგოგმა, ქალბატონმა, ნანა ჯაბურიამ ჩაატარა I სემესტრის დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით: "ნორჩი გეოგრაფი-2015".
ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს, გეოგრაფიის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, მე-8 კლასის გუნდი "ვეზუვი" (გუნდის კაპიტანი აკაკი სიჭინავა) და მე-7 კლასის გუნდი "ტაიფუნი" (გუნდის კაპიტანი რატი ქარდავა).
შეჯიბრი შედგებოდა 14 სხვადასხვა აქტივობისგან, თითოეულ აქტივობაში გუნდები ერთმანეთს ძლიერ წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ შეჯიბრი გუნდი "ვეზუვის" გამარჯვებით დასრულდა.