error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
თბილისის "კარის თეატრი" ჯიჯიში
თბილისის "კარის თეატრი" ჯიჯიში
ცნობილი მომღერალი და რეჟისორი, ბატონი გიორგი შალვაშვილი, ჯიჯი გიმნაზიას, "კარის თეატრის" წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
თბილისიდან ჩამოსული სტუმრები ჯიჯის მოსწავლეებს შეხვდნენ და შესარჩევი ტური გამართეს.
ისინი ყველა ჯიჯიელს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ და სასცენო როლები შეურჩიეს.
ჯიჯიელები მიუზიკლში,"ჯიჯის საშობაო აურზაური", ჩაერთვებიან, და "კარის თეატრის" მსახიობებთან ერთად საახალწლო სპექტაკლში მიიღებენ მონაწილეობას.
სულ მალე, ჯიჯიში, მოზარდ მაყურებელს, დაუვიწყარი შოუ-პროგრამა ელოდება. პატარებისთვის საყვარელი ზღაპრის გმირები, მულტიპლიკაციური ფილმების პრესონაჟები, ერთად, ერთ სპექტაკლში, ჯიჯის ივენთ-ჰოლის სცენაზე გაცოცხლდებიან.
პატარებს ჯიჯის თოვლის ბაბუა უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს პირდება.
მიუზიკლი-"ჯიჯის საშობაო აურზაური", 27 დეკემბერს,14:00 საათზე, ჯიჯის ივენთ-ჰოლში გაიმართება.
24 ნოემბერი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.