მე-8 კლასელებთან, დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, საინტერესო აქტივობები შეიმჩნეოდა.
პედაგოგმა, ქალბატონმა ლელა კვირტიამ, "მკითხველთა თეატრის" მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეებს, დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" შესთავაზა.
მოსწავლეებმა, მასწავლებლის ფასილიტატორობით, ერთი წრე შეკრეს, საკლასო ოთახი მე-19 საუკუნის ავანსცენად აქციეს, და იმერული თავადაზნაურობის ტრაგი-კომიკური, როლები მოირგეს.