error
  • XML Parsing Error at 1:401. Error 73: > required
"მოსწავლეთა დღე გიმნაზიაში"
"მოსწავლეთა დღე გიმნაზიაში"
დღეს, შემეცნებით ცენტრში, ინგლისურის პედაგოგმა, ქალბატონმა ელენე ჩანგელიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე: "მოსწავლეთა დღე გიმნაზიაში", რომელიც ითვალისწინებს, მოსწავლის ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა, პედაგოგები გაცნობოდნენ პროექტის მნიშვნელობას.
პრექტის მიხედვით, მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები, დღის მანძილზე ჩაენაცვლებიან პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციას. ჯიჯის აღსაზრდელები მოირგებენ გიმნაზიის თანამშრომლების პოზიციებს და დაგეგმავენ გაკვეთილებს, ასევე, მათ კომპეტენციაში შედის საგაკვეთილო პროცესის წარმართვა.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ელენე ჩანგელია განმარტავს, პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში, მასწავლებლის როლისა და მოვალეობების გაცნობიერებას; დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების გამომუშავებას; პასუხისმგებლობის გრძნობის გააქტიურებას.
პროექტი "მოსწავლეთა დღე გიმნაზიაში" განხორციელდება პარასკევს, 27 ნოემბერს.
19 ნოემბერი, 2015 წ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
ფოტოგალერეა
პრომო გალერეა
ჯიმშერ ღურწკაია - ჯიჯის დამფუძნებელი და მესაკუთრე
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჯჯ-გიმნაზიით და ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს! ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ ძნელია მშობლისათვის შვილის განათლებასთან დაკავშირებით იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შესაძლოა მთელი ოჯახის მომავალი ბედი განსაზღვროს, ხოლო პედაგოგისთვის ისეთი სამსახურის პოვნა,სადაც შესაძლებელია სრული თვითრეალიზაცია და აღიარების მოპოვება. ვიმედოვნებთ, ვებ-გვერდი დაგეხმარებათ გიმნაზიის გაცნობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.