რუბრიკა: - რუბრიკა: "ჯიჯის გაკვეთილი: ფიზიკა"
დღეს, მე-8 კლასში, ფიზიკის პედაგოგმა, ქალბატონმა ინგა შამუგიამ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: "ჭოჭონაქი".
გაკვეთილის მიზანი იყო, ბავშვებს შეძლებოდათ მარტივი მექანიზმის "ჭოჭონაქის" მოქმედების პრინციპის დახასიათება. მათ საშუალება ქონდათ აღეწერათ ჭოჭონაქი და მოეპოვებინათ ინფორმაცია, ჭოჭონაქის გამოყენების შესახებ ყოფა-ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა ცდების საშუალებით დაადგინეს, თუ რამდენჯერ ვიგებთ ძალაში ჭოჭონაქის გამოყენებით.
მაგნიტურ დაფაზე ააწყვეს უძრავი და მოძრავი ჭოჭონაქების კომბინაცია ანუ "პოლისპასტი".
მოსწავლეებმა თეორიული მასალის, ექსპერიმენტისა და ვიდეორგოლის საშუალებით ააგეს ნახაზები, გაანალიზეს მიღებული შედეგები და გამოიტანეს დასკვნები.
გაკვეთილები, სადაც ჩართულია ექსპერიმენტალური სამუშაოები, მოსწავლეებში იწვევს მოტივაციის ამაღლებას და გაკვეთილს უფრო საინტერესოს ხდის-აცხადებს ფიზიკის პედაგოგი