ქართულ-აზერბაიჯანული ფესტივალი "მშვიდობის ხიდი" წარმატებით დასრულდა.
აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ ფესტივალზე საქართველოს სახელით, ჯიჯი გიმნაზის მოსწავლეები წარსდგნენ და მაყურებლის წინაშე 4 მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე, ჯიჯის ვოკალური გუნდი საპრიზო ადგილზე გავიდა, თითოეული მონაწილე კი ინდივიდუალური დიპლომებით დაჯილდოვდა.
ჯიჯიელებს სკოლა განასაკუთრებული ემოციით დახვდა, მათ წარმატებები გიმნაზიის დირექტორმა, ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ მიულოცა და ფესტივალში მონაწილეებს, დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცა.