დღეს, მეშვიდე კლასეელებმა ქართულის გაკვეთილზე, დიქტოგლოსის მეთოდის საშუალებით შეისწავლეს არგუმენტირებული ესეს სტრუქტურა და მახსიათებლები.
პედაგოგმა, ქალბატონმა ლელა კვირტიამ, მოსწავლეებს რამდენიმე თეზისი შესთავაზა. თითოეულმა მოსწავლემ არჩევანი გააკეთა მისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხზე, რომლის მიხედვით შექმნა ესე. რეფლექსიის ფაზაში მოსწავლეებმა შეავსეს გაკვეთილზე მიღწეული შედეგების თვითშეფასების კითხვარი.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შეფასებას:
,,მასწავლებელმა წაგვიკითხა ილია ჭავჭავაძის არგუმენტირებული თხზულება და ჩვენ წერილობით აღვადგინეთ ტექსტი. ამით შევამოწმეთ ჩვენი დამახსოვრების და ინფორმაციის დახარისხების უნარი"- ანი ვადაქარია
,, მე ყველაზე უფრო მომეწონა ის რომ თვითონ შევქმენი ესე და გავიგე, რომ არგუმენტირებულ ესეს აქვს მოკლე შესავალი, არგუმენტირების მონაკვეთი და დასკვნა, ჩემი აზრით ჩემს ესეში ყველა ეს წესი დავიცავი"-რატი ქარდავა