დღეს, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე განიხილეს თემა: "სიახლეები ქართულ ხელოვნებაში".
მოსწავლეებმა, ინდივიდუალურად ისაუბრეს და გაარჩიეს, ქართველი მხატვრების ბიოგრაფია და შემოქმედება. იმსჯელეს ტილოებზე, სიუჯეტების ასახვის მხატვრულ ხერხებზე.
როგორც ხელოვნების პედაგოგი, ქალბატონი რუსუდან შანავა განმარტავს, მე-8 კლასმა დეტალურად განიხილა ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძისა და გიგო გაბაშვილის ფერწერა.