ჯიჯის შემეცნებით ცენტრში, გიმნაზიის დამფუძნებელი, ბატონი ჯიმშერ ღურწკაია პედკოლექტივს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო საინტერესო სიახლის, "განათლების ფონდი ჯიჯი-ს" მიზნებისა და მისიის გაცნობა.
ფონდის მიზნებია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სასწავლო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება, ინოვაციების დამკვიდრების მხარდაჭერა; რესურსების მობილიზაცია და ბავშვთა ნიჭიერების გამოვლენის, შეფერხებების დაძლევისა და მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა.
აღინიშნა რომ, ფონდი ძირითადად ფოკუსირებულია, მაგრამ არ შემოიზღუდება, ჯიჯი გიმნაზიისა და მისი მოსწავლეების განვითარების საჭიროებებზე.
გიმნაზიის დირექტორმა ბატონმა, ჯამბულ ნაჭყებიამ მადლობა მოახსენა დამფუნებელს ჯიჯიელთა თვითრეალიზაციისა და განვითარების ახალი შესაძლებლობის შექმნისათვის.