I-II კლასის ტუტორ დამრიგებელმა,ქალბატონმა ქრისტინე გითოლენდიამ, პირველ კლასში "კითხვის საათი" ჩაატარა.
პედაგოგმა მოსწავლეებს წაუკითხა ნაწყვეტი, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან "ტყეში".
პირველკლასელებმა მოსმენილი ამბიდან შექმნეს ილუსტრაცია თემაზე: "შემოდგომა ტყეში". როგორც ქალბატონმა, ქრისტინემ აღნიშნა, გაკვეთილის მიზანი იყო, პატარებს შეძლებოდათ ყურადღების კონცენტრაცია, კითხვის ტექნიკის დაუფლება და გაგებული ტექსტის ნახატებით გადმოცემა.
პატარებმა წარმატებით გაართვეს თავი მოცემულ დავალებას და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.