დღეს, მე-8 კლასის მოსწავლეებს ძირითადი და დამატებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ ფიზიკაში.
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს განესაზღვრათ სხვადასხვა ფორმის სხეულების მასათა ცენტრი, და დაედგინათ სხეულის წონასწორობის სახეები.
დამატებით გაკვეთილზე, ფიზიკის პედაგოგმა, ქალბატონმა ინგა შამუგიამ და პროფესორმა ალექსანდრე გუშჩინმა ლაბორატორიული სამუშაოები ჩაატარეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლეებს ესწავლათ ზამბარის დაგრადუირება, მიეღოთ სკალა და ამის საშუალებით გაეზომათ ძალა.
ლაბორატორიული სამუშაო ინსტრუქციის მიხედვით ჩატარდა.
მოხდა დაკვირვების შედეგების აღრიცხვა და მიღებული შედეგების გაანალიზება.