ჯიჯის სკოლამდელი განვითარების ცენტრში, პედაგოგმა, ქალბატონმა სოფო ჩიტაიამ ინგლისური ენის გაკვეთილი ჩაატარა.
მასწავლებელმა, პატარები რამდენიმე სახალისო აქტივობაში ჩართო და PRE-SCHOOL-ის აღსაზრდელები ჯგუფებად დაყო. ყველა ჯგუფს დავალებები ინდივიდუალურად გადაეცა. სავარჯიშოებს პატარებმა საკმაოდ თამამად გაართვეს თავი და ფოტო სურათების დახმარებით, მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს სხარტად პასუხობდნენ.