ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე პირველკლასელები გაეცნენ თემას: ,,სხეულის ნაწილები".
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ სხეულის გარეგანი ნაწილები, შესძლებოდათ მათი ამოცნობა და დასახელება. გაკვეთილი ასევე ითვალისწინებდა, პატარებში დაკვირვებისა და სინთეზირების უნარების განვითარების ხელშეწყობას.
"პირველკლასელები იმდენად აქტიურად და სიამოვნებით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში, რომ ვერც კი შენიშნეს კლაში შემოპარული ფოტოგრაფი. პატარებმა მათთვის მიცემულ დავალებებს დამოუკიდებლად გაართვეს თავი"-განმარტავს ჯიჯის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი სოფიო ყალიჩავა