საერთაშორისო ექსპერტის, ბატონ ალექსანდრე გუშჩინის ხელმძღვანელობით ჯიჯის მე-7, მე-8 კლასელები და პროექტში ჩართული სხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები, ენგურის ჰიდროელექტროსადგურს შაბათს , 24 ოქტომბერს ეწვევიან.
ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტული სწავლება ყმაწვილთა კვლევითი ინსტიტუტისა და ექსპერიმენტული ლაბორატორიის ბაზაზე ხდება, გასვლით, პრაქტიკულ ტურებს ითვალისწინებს.
დღევანდელი შეხვედრა გასვლითი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების განხილვას დაეთმო.