ჯიჯის პროექტების მართვის სამსახურმა საპროექტო კომისიას დღეს სამი ახალი პროექტი წარუდგინა. საერთაშორისო მიმართულებისა და ადგილობრივ დონეზე განსხორციელებელი პროექტები ჯიჯის პედაგოგების ავტორობით შემუშავდა.
კომისიის წევრებმა ყველა გამომსვლელის პრეზენტაცია მოისმინეს და პროექტების დეტალებით დაინტერესდნენ. პედაგოგებმა პროექტების ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და კომისიის წევრები მხრიდან გამოთქმული რეკომენდაციები მოისმინეს.