კიდევ ერთი, ნოვაციური და კრეატიული პროექტი ჯიჯიში უახლოეს დღეებში განხორციელდება.
პროექტის, "ჯიჯიში-დამოუკიდებლობისათვის", მიზანია გიმნაზიის მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, დაიგეგმოს მათი ინტერესების გათვალისწინებით შემცნებით-გასართობი აქტივობები და მოხდეს მათი ადაპტაცია განსხვავებულ გარემოსთან.
პროექტის დეტალების განხილვას დღეს, საპროექტო კომისიის წევრები დაესწრნენ. პროექტის ავტორი ტუტორ-დამრიგებელი, ქალბატონი ესმა გაბისონიაა.
საპილოტე პროექტის პირველი ეტაპი ჯიჯის მე-4 კლასელებზეა გათვლილი.
გიმნაზიის მიზანია, აღსაზრდელები პატარა ასაკიდანვე ჩართონ მათი განვითარებისა და წარმატებისათვის შემუშავებულ პროექტებში, და ყველა ჯიჯიელი მოამზადოს ცხოვრებისთვის.