დღეს ჯიჯი გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების ექსპერიმენტული ნაწილის შესწავლის მსურველ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს შესავალი სიტყვით გიმნაზიის დირექტორმა, ბატონმა ჯამბულ ნაჭყებიამ მიმართა. მან მოკლედ გააცნო გიმნაზიის ისტორია და მისია, წარადგინა პროექტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ექსპერტი ბატონი ალექსანდრე გუშჩინი.
მან ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ძირითად საქმიანობებზე, უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.
მოსწავლეებს ჩაუტარდა ტესტირება, რის შემდეგაც მათ დაათვალიერეს გიმნაზიის ლაბორატორიები და კლას-კაბინეტები.
მომავალი შაბათისთვის ენგურჰესზე სასწავლო-შემეცნებითი ტური დაიგეგმა.