ჯიჯი გიმნაზიის კიდევ ერთი, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, დღეს მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
პროექტი სახელწოდებით "მეგობრობის ხიდი", ჯიჯის სასიმღერო გუნდის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოჩენას ემსახურება. ღონისძიება ბაქოში, 5-დან 8 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ჯიჯიელების შემოქმედებას მრავალათასიანი პუბიკა გაიცნობს.
პროექტის მიზანია მოსწავლეთა ნიჭისა და ვოკალური მონაცემების საზღვარგარეთ პოპულარიზაცია და ჯიჯის სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკის დანერგვა, ჯიჯისა და უცხოურ სასიმღერო გუნდებს შორის.
პროექტის ფარგლებშივე ჯიჯიელები აზერბაიჯანის დედაქალაქს დაათვალიერებენ და ბაქოში არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს გაეცნობიან.
ფესტივალს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი,ჯიჯი ტელევიზია და ბაქოს ცენტრალური არხები გააშუქებენ.