აღმზრდელობითი მუშაობის საკითხებზე ჯიჯის დირექტორმა ტუტორებთან მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
ყურადღება გამახვილდა პირადი მაგალითის, დარწმუნებისა და წახალისების მნიშვნელობაზე ჯიჯიელის ქცევის წესებისა და პროცედურების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში. აღინიშნა მოსწავლეთა განვითარების შესწავლისა და პედაგოგიურ საქმიანობაში მათი ინივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა, განიხილეს კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები, რომლებიც წარმატებით იქნა აპრობირებული.
ხვალიდან იგეგმება მოსწავლეთა განვითარების მრავალმხრივი შეფასება, რომელიც ჯიჯის პედაგოგიური კონცეფციის ნაწილია.
.